პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. კონკურსის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში. საგრანტო კონკურსის ბიუჯეტია 12 მილიონი აშშ დოლარი და თითოეული გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს 300,000 აშშ დოლარიდან 3 მილიონ აშშ დოლარამდე.  სრულად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების სფეროში. 

პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომლის წამყვანი ორგანიზაციაა გერმანული საკონსულტაციო კომპანია PEM Consult.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა