თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, მინისტრის მოადგილეებმა: დავით ებრალიძემ, ანა დოლიძემ და ბესიკ ლოლაძემ შეხვედრაზე უნივერსიტეტების რექტორებთან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. დაიგეგმა თავდაცვის აკადემიასთან ერთად ახალი სამაგისტრო პროგრამის მომზადება. ჯარისკაცები უნივერსიტეტში სხვადასხვა სახის კურსებს გაივლიან, ხოლო სამხედრო ნაწილებში  საჯარო ლექციები და სემინარები ჩაუტარდებათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა