კონკურსი ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და აგროეკოლოგიის სპეციალობის სტუდენეტებისათვის პროექტის "ბათუმის ბოტანიკური ბაღის სტიპენდიანტი" ფარგლებში აცხადებს კონკურსს სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

''ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის" საფუძველზე, 3 სტუდენტი 2015-2016 სასწავლი წლისათვის, 10 თვის განმავლობაში მიიღებს 250-ლარიან სტიპენდიას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 12 ივლისამდე უნდა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე

ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესი, კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტაციის საკონტროლო ნუსხა, განცხადებისა და ავტობიოგრაფიის ფორმა კონკურსში მონაწილეობის შესახებ

პროექტი „ბათუმის ბოტანიკური ბაღის სტიპენდიანტი“ 2014 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინიციატივითა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა