სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ოლიმპიური ცეცხლის მიღების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ოლიმპიური ცეცხლის მიღების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ოლიმპიური თამაშების მთავარი სიმბოლო საბერძნეთში, ათენის „პანათი-ნაიკოსის“ სტადიონზე აინთო და ბათუმის აეროპორტში  სპეცთვითმფრინავით ჩამოიტანეს. ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპორტსმენებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, საპატიო ბათუმელებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ოლიმპიურმა ცეცხლმა აეროპორტის გზატკეცილი, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩები, რუსთაველის გამზირი, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩები გაიარა და პიაცას მოედანზე ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ მიიტანა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა