ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის ვიზიტი

სურათი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის პრეზიდენტი ბრიტა სტარკი, ვიცეპრეზიდენტი დიტერ დომბროვსკი, ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კერსტინ კაიზერი, დეპუტატები: იან რედმანი, აქსელ ფოგელი, ელიზაბეტ ალტერი, იზაბელ ვანდრე, ფრანც ვიზე, იენს ულმანი და ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე პავლე შპეტიშვილი უნივერსიტეტს ეწვივნენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშთან,  ფაკულტეტების დეკანებთან და ადმინსტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ასევე გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, და გადამზადებისა და სტაჟირების პროექტების ამოქმედების აუცილებლობაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა