ტემპუსის საგრანტო პროექტი - PICASA

სურათი

ტემპუსის საგრანტო პროექტის - PICASA (ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების უნივერსიტეტში კულტურული და სტრუქტურული ცვლილებების გზით) ეგიდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის მონიტორინგის ჯგუფის წევრი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი მაიკლ ჟორისი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა ექსპერტმა ქართველ კოლეგებთან ერთად, ორი დღის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის მიზნით საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ფუნქციებზე, სისტემის ორგანიზებაზე, ადამიანური რესურსების განვითარების საკითხებზე რეკომენდაციები შეიმუშავა და ინტერნაციონალიზაციის დებულება განიხილა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა