მემორანდუმი იტალიის ფერარას სახელმწიფო უნივერსიტეტთან

სურათი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იტალიის ფერარას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება მიზნად ისახავს სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი კვლევების წარმოებას, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარების და გამოფენების ორგანიზებას. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლას და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ონლაინ-ბიბლიოთეკის ამოქმედებას. მხარეთა შეთანხმებით, შემუშავდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და გაიმართება კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლისადმი მიძღვნილი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა