თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ საჯარო ლექცია წაიკითხა

სურათი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ვლადიმერ პაპავამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“.  მომხსენებელმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები და პოტენციალი გააცნო. საუბრისას ყურადღება გაამახვილა ასევე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. საჯარო ლექციის დასასრულს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა