ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საჯარო ლექციები

სურათი

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციები წაიკითხა საინჟინრო ტექნოლოგიებზე. მომხსენებელმა ლექციაზე ყურადღება გაამახვილა შემდეგ აქტუალურ საკითხებზე: ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემები დედამიწაზე და კოსმოსში, ექსტრემალური ხიდები და საქართველოს ტერიტორიის საინჟინრო მომზადება თავდაცვისათვის. პროფესორი ელგუჯა მეძმარიაშვილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია. მან საქართველოში ჩამოაყალიბა და განავითარა კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების სამეცნიერო, აკადემიური, პრაქტიკული მიმართულებები. ლექციათა ციკლი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა