„პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო“

სურათი

პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო“. სესიაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარებმა და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა აჭარაში ერთი საუკუნის წინ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „სოციალურ-ეკონომიკური ვითარება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში პირველი მსოფლიო ომის წინ“, „აჭარა პირველი მსოფლიო ომის წლებში“, „სამეურნეო სიძნელეები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ბათუმის ოლქში პირველი მსოფლიო ომის დროს“, „საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტი და ქართული ლეგიონის ჩამოყალიბება“, „აჭარელთა „სახელმწიფო ღალატში“ ბრალდება და რეპრესიები“, „სამხრეთ-დასავლეთ საქართველო და აჭარა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა