უნივერსიტეტისა და №2 საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი „ერთი დღე უნივერსიტეტში“

სურათი

“სკოლა-უნივერსიტეტის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის №2 საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი „ერთი დღე უნივერსიტეტში“ განხორციელდა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ჩემი რუსთაველი“ და კონფერენცია-დისპუტი: „რატომ არის საამაყო ატარო დავით აღმაშენებლის სახელი“. შედგა კლუბებისა და პროექტების წარდგინება: „დემოკრატია იწყება შენით“, „კაცი კაცითაო“, „ალტერნატივა“, „თანადგომა“, გაცვლითი პროგრამა და „საგანმანათლებლო დებატები პროგრესისათვის“. გაიხსნა მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სკოლის მასწავლებლებმა საჯარო ლექციები და გაკვეთილები ჩაატარეს. გაიმართა საჩვენებელი შეხვედრა მკლავჭიდში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში „სკოლა-უნივერსიტეტის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. ასევე განხორციელდა მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები და გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა