კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

დადგენილება  №117

2014 წლის 19 სექტემბერი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ბსუ–ს წესდების მე–8 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის და სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ 3.1. პუნქტის საფუძველზე აკადემიურმა საბჭომ

დაადგინა:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტში 2014 წლის 1 ნოემბრიდან დასაკავებელ აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 1-ში მითითებული ფაკულტეტების, დარგობრივი დეპარტამენტებისა და მიმართულებების მიხედვით;
  2. კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
    ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, 10-დან 17 საათამდე;
    ბ) კონკურსი ჩატარდეს 27 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით;
    გ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2014 წლის 30 ოქტომბ-რისა;
    დ) კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმ-დეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან.
  3. მოწონებულ და დამტკიცებული იქნეს კონკურსანტის განცხადების (დანართი 2), ანკეტის (დანართი 3), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართი 4, დანართი 5), კონკურსის მონაწილეთა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნალების (დანართი 6, დანართი 7) ფორმები;
  4. ინფორმაცია (დანართი 8) კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და უნივერსიტეტის კანცელარიის საინფორმაციო დაფაზე.
  5. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.


აკადემიური საბჭოს  სხდომის თავმჯდომარე,
პროფესორი, გურამ ჩაგანავა

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  დანართი 5
  დანართი 6
  დანართი 7
  დანართი 8
  საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა