მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 






















23 ნოემბერი 2011 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ისტორია–არქეოლოგიის განყოფილების ორგანიზებით საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლეონიდეს დაბადებიდან 150–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია გაიმართა. სამეცნიერო სესია გახსნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ, რსუ–ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა აკად. დოქტორმა ემზარ ძირკვაძემ და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა ამირან კახიძემ. სესიის მუშაობას ისტ. აკად. დოქტორი უჩა ოქროპირიძე უძღვებოდა.

გამომსვლელები:

1. ზურაბ ოქროპირიძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე;
2. სიმონ გოგიტიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი – ყოვლად სამღვდელო ლეონიდეს მისიონერული მოღვაწეობა;
3.უჩა ოქროპირიძე,ისტორიის აკადემიური დოქტორი – ეპისკოპოსი ლეონიდე და ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად;
4.ოთარ გოგოლიშვილი, პროფესორი – ყოვლად სამღვდელო ლეონიდე და ქართული საზოგადოება;





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 22.05.2013
გვერდი იხილა 2 295 536 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ